ზეიმი ვალდორფის საბავშვო ბაღში

ვალდორფის საბავშვო ბაღის სასწავლო წლის ბოლო ზეიმი, რომელსაც ყვავილების ზეიმს ვეძახით, ყველაზე ამაღელვებელი და სამახსოვრო დღეა ჩვენი აღმზრდელების და აღსაზრდელებისთვის. დილა იწყება ყვავილების გვირგვინების დაწვნით, ბავშვები თამაშობენ სხვადასხვა თამაშებს, ირგებენ ყვავილების გვირგვინებს, ვიღებთ სამახსოვრო ფოტოებს და იშლება განსაკუთრებული, სადღესასწაულო სუფრა, სასკოლო ბავშვების მშობლები უმასპინძლდებიან ამ დღეს ბავშვებს. შემდეგ ისევ ეზოს თამაშები, სხვადასხვა აქტივობები და ბოლოს […]

ჰერპატოლოგიური ტრენინგი

მეგობრებო და ძვირფასო მშობლებო, სასწავლო წლის ბოლოს მცირე ანაგრიშს გიზიარებთ ჩვენს ორგანიზაციაში შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის, ასევე სურსათის უვნებლობის, საფრთხეების ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების შესახებ ჩვენს მიერ დანერგილ სტანდარტებზე. შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა ჩვენი ორგანიზაციის სამუშაო სტრუქტურის მიხედვით არის დანერგილი, სრულად მოიცავს ჩვენს პედაგოგიურ მოთხოვნებს და ეფექტურად მუშაობს, რათა გარემო სადაც კვირის განმავლობაში […]

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მთაწმინდის პარკში ბავშვებისთვის ორგანიზებულ ღონისძიებას ჩვენც შევუერთდით. საზოგადოებას ღია სივრცეში წარვუდგინეთ ჩვენი სკოლის მოძრავი საკლასო ოთახის მოდელის ცალკეული დეტალები და მოვაწყვეთ საბავშვო პარკურის კუთხე. საბავშვო ბაღმა მოაწყო შეგრძნებების მაგიდა და ორიგამი. სახალისო და საინტერესო გარემო შევუქმენით ბავშვებს და ვისიამოვნეთ ჩვენც მათთან ერთად. (ფოტო: მაია ღვინჯილია)

სააღდგომო ზეიმი

სააღდგომო ზეიმზე საოცარი ჩრდილების თეატრი წარმოადგინეს ჩვენმა ყოჩაღმა მშობლებმა. საკუთარი ხელით შექმნეს გმირები, დეკორაცია, მოაწყვეს ოთახი, დაადეს ტექსტი, მუსიკა და გააცოცხლეს სცენა. გაგვაოცეს დიდებიც და ბავშვები, რომლებიც წარმოდგენის ბოლოს სცენის უკან შეძვრნენ და იქიდანაც დაათვალიერეს ეს სასწაული. დიდი მადლობა ოქროსხელება ქალბატონებს, ნუცას და თამთას. (ფოტო: მაია ღვინჯილია)