ა(ა)იპ ვალდორფის პედაგოგიკის კამპუსი ლისის მისია

არაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული პირი, ვალდორფის პედაგოგიკის კამპუსი ლისი გეგმავს განახორციელოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა, რომელიც გააერთიანებს საბავშვო ბაღს, დაწყებით, საბაზო-საშუალო სკოლას და პროფესიულ სასწავლებელს. 

ვალდორფი ლისის მუშაობა ეფუძნება ანთროპოსოფიულ სულის მეცნიერებას და განახორციელებს საერთაშორისოდ აღიარებულ ალტერნატიულ ვალდორფის პედაგოგიკას, ქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის გათვალისწინებით და საზოგადოებას სთავაზობს განათლების მაღალ ხარისხს. 

ვალდორფი ლისის მიზანია შექმნას პიროვნების ფიზიკური, გონებრივი, სულიერ-მშვინვიერი ჰარმონიული განვითარებისთვის ხელსაყრელი, ჯანსაღი გარემო, რათა აღიზარდოს ძლიერი ნების, თავისუფალი ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად დაუკავშირდება რეალურ სამყაროს და თვითონ განსაზღვრავს საკუთარ როლს ამ სამყაროში. 

მიზნის მისაღწევად ვალდორფი ლისში აღმზრდელ-პედაგოგები და მშობლები ინაწილებენ პასუხისმგებლობას ბავშვისა და მოზარდის განათლების, აღზრდა-განვითარების საკითხებში. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. 

ურთიერთპატივისცემა, ემპათია და ნდობა პედაგოგიური მუშაობის

განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, კამპუსი ღიაა ყველასთვის, მიუხედავად აღმსარებლობისა, სქესისა, რასობრივი და სოციალური კუთვნილებისა. 

ორგანიზაციის განვითარებისა და მმართველობის საკითხში ვალდორფი ლისი ძმობის, თანასწორობისა და თავისუფლების, სოციალური სამწევროვნების, სულისმეცნიერების პრინციპების გათვალისწინებით ხელმძღვანელობს.