მიღების წესი და საფასური

ვალდორფის პედაგოგის გადამზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სემინარისტების მიღების წესი

  • სკოლის პედაგოგის პროგრამაზე დაიშვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის /საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის /მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპენტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით და ჩაბარებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა (60 კრედიტიანი პროგრამა);
  • საბავშვო ბაღის პროგრამაზე დაიშვება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი (სასურველია პედაგოგიური განათლება);

აუცილებელი მოთხოვნა – საოფისე პროგრამების ცოდნა.

სწავლის საფასური: 1800 ₾.