ვალდორფის პედაგოგიკის გადამზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა
ჩვენ, ა(ა)იპ “ვალდორფის პედაგოგიკის კამპუსი ლისი”, დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ მასწავლებელთა მომზადება/გადამზადების ერთწლიან პროგრამას. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებთან იმუშავებენ სხვადასხვა ანტროპოსოფიული ინიციატივიდან მოწვეული, პროფესიონალი და პრაქტიკული გამოცდილების მქონე, ადამიანები.
ჩვენს მიერ შედგენილი პროგრამა ორი მიმართულებით მუშაობას გულისხმობს: ეს არის საბავშვო ბაღის აღმზრდელისა და სკოლის პედაგოგის გადამზადების კურსები. სემინარის ფარგლებში ეს ორი მიმართულება კომპლექსურად ერთიანდება.
შეთავაზებული პრაქტიკულ – თეორიული კურსი დაეხმარება დაინტერესებულ პირებს ვალდორფის პედაგოგიკის საფუძვლების გააზრებით, სწორი მეთოდური აქცენტებით დაგეგმოს სააღმზრდელო პროცესი და გაკვეთილი. მსმენელები სემინარის მანძილზე მიღებული ცოდნის გამოყენებას შემდგომი პრაქტიკული საქმიანობისას შეძლებენ.
სემინარის მიზანი:
- ალტერნატიული პედაგოგიკის მეთოდების გააზრება და დანერგვა საამზრდელო და სასწავლო პრაქტიკაში;
- აღმზრდელთა და მასწავლებელთა ზოგადპროფესიული უნარების განვითარება;
- აღმზრდელთა და მასწავლებელთა მეთოდური კომპეტენციის ამაღლება;
შეთავაზებული კურსები:
- პედაგოგიკის საფუძვლები;
- ფილოსოფიის საფუძვლები;
- ვალდორფის პედაგოგიკის საფუძვლები – დიდაქტიკა და მეთოდიკა;
- ვალდორფის პედაგოგიკის საფუძვლები – სკოლამდელი აღზრდა;
- შესაბამისი მიმართულების საგნის სწავლება – კლასის პედაგოგი;
- შესაბამისი მიმართულების საგნის სწავლება – უცხოური ენა;
- ხელოვნებით – შემოქმედებითი სწავლების ძირითადი (პრაქტიკული) კურსი, შეთავაზებულია ყველა ბლოკში.
პრაქტიკა:
- სკოლამდელი აღზრდა (4-5 კვირა სავალდებულო);
- სასკოლო პრაქტიკა (4-6 კვირა სავალდებულო).