სკოლის მმართველობის სტრუქტურა

სკოლა მმართველობის საკითხში ხელმძღვანელობს სოციალური სამწევროვნების პრინციპით,  რაც გულისხმობს, თანამშრომელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრების ყველა სფეროში.  ორგანიზაცია ხელს უწყობს, თანამედროვე საჭიროებების შესაბამისად, დასაქმებულთა უნარების გამოყენებას და განვითარებას. მოტივირებული და ერთგულია თანამშრომელი,  რომელიც დასაქმების პირველივე დღიდან საკუთარ განვითარებასა და ორგანიზაციის განვითრებას აიგივებს, ეს საუკეთესოდ ხერხდება, მაშინ, როდესაც თანამშრომლებს აქვთ ორგანიზაციის განვითარების ერთობლივი სტრატეგიული ხედვა და ერთად შეიმუშავებენ სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზებს. გააზრებული საერთო მოთხოვნილებები და საჭიროებები ქმნის პრაქტიკულ ურთიერთთანამშრომლობით გარემოს და საუკეთესო შესაძლებლობას ჰორიზონტალური მმართველობისთვის. ცალკეულ რგოლს აქვს დამოუკიდებელი ქმედების არეალი და ამავდროულად მჭიდროდ ურთიერთთანამშრომლობს დანარჩენებთან. სკოლას არ ყავს ერთპიროვნული მმართველი, პასუხისმგებლობები გადანაწილებულია სხავადასხვა მიმართულებით გამგეობის ფარგლებში (საგანმანათლებლო,  მატერიალურ-ტექნიკური და სამართლებრივი მიმართულებით);

მართვა