კოლეგია

ანანო

ანანო ხუსკივაძე

ინკლუზიური განათლების ხელმძღვანელი და ხელგარჯილობის მასწავლებელი

მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა, ხშირად მახსენდებოდა სკოლის პერიოდი, ის მიდგომები და მეთოდები, რომელთაც ვალდორფის პედაგოგიკაში ვხვდებით. საბედნიეროდ, აღმოვაჩინე, რომ ვსწავლობდი სკოლაში, სადაც არა მხოლოდ ცოდნის გადაცემაზე, არამედ ემოციურ-სოციალური უნარებისა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც ზრუნავდნენ. ამ აღმოჩენამ ჩემი ინტერესი გააღვივა პედაგოგიკისა და ზოგადად, განათლების მიმართ.

სწავლის დასრულების შემდეგ, ვალდორფის სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად ვიმუშავე. 2018 წლიდან დღემდე ვარ ფსიქოლოგიური განწყობის, კვლევისა და კორექციის ცენტრის თანამშრომელი(ახალგაზრდა მკვლევარი). 2020 წელს ჩართული ვიყავი ახალი სკოლის მოდელის პროექტში, როგორც ინკლუზიური განათლების ექსპერტი.

გერმანიაში, პარსიფალის ცენტრში მუშაობისას, ინკლუზიური განათლების ხელშესაწყობად და თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდ, გავეცანი „მოძრავი საკლასო ოთახის“ მოდელს, რომლის დანერგვასაც ახლა ვუძღვები ვალდორფის პედაგოგიკის კამპუსში. ასევე, ვარ ინკლუზიური განათლების ხელმძღვანელი და ხელგარჯილობის მასწავლებელი.