გახანგრძლივებული

გახანგრძლივებული

გიორგი მელიქიშვილი

03.02.2022

პედაგოგიკის კამპუსი ლისი მოსწავლეებს სთავაზობს გაკვეთილების შემდგომ პროგრამას (გახანგრძლივებული), რომელიც მოიცავს დროს საგაკვეთილო პროცესის დასრულებიდან 18 საათამდე. 

აღნიშნული პროგრამა მრავალფეროვან აქტივობებს აერთიანებს და იგი მიმართულია მოსწავლის მრავალმხრივი განვითარებისკენ: ხელი ეწყობა მოსწავლის ფიზიკური, სიციალური,  კოგნიტური, ემოციური უნარების განვითარებას. 

დღის განმავლობაში განახორციელებლი ატივობის ტიპები:

სპორტული აქტივობები:

  • გუნდური თამაშობები – ხელს უწყობს კლასის მიმართ მიკუთვნებულობის გრძნობის განვითარებას, გუნდური მუშაობის უნარების დახვეწას, ინსტრუქციის მიყოლისა და წესების დაცვის დისციპლინის ჩამოყალიბებას.
  • თავისუფალი მოძრაობის ვარჯიშები – მოსწავლე გამოცდის მისთვის უჩვეულო მოძრაობებს, რაც ეხმარება მას სხეულის ფლობაში და ხდის უფრო მოქნილს.
  • კომბინირებული თამაშები – ამ თამაშების დროს, მოსწავლეს ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, გონებრივი ჩართულობაც (ყურადღების კონცენტრაცია, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი, პრობლემის გადაჭრა) მოეთხოვება.

შემოქმედებითი აქტივობები:

  • წარმოდგენაზე დაფუძნებული აქტივობები (მინი სპექტაკლი, როლური თამაში, ცეკვა, სიმღერა, მარტივი რიტმებით მუსიკის შექმნა) – ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების გააქტიურებას, სოციალური კომპეტენციისა და ემპათიის უნარის განვითარებას.
  • პროდუქტის შექმნაზე დაფუძნებული აქტივობები (ხატვა, სხვადასხვა მასალისგან მრავალფეროვანი საგნების შექმნა) – ავითარებს ნატიფ მოტორულ უნარებს, ხელს უწყობს ნებისყოფის ჩამოყალიბებას, ყურადღების კონცენტრაციისა და ფანტაზიის განვითარებას.

თავისუფალი თამაშის დრო:

  • მოსწავლეებისთვის ყოველ დღე გამოყოფილია გარკვეული დრო თავისუფალი თამაშისთვის, მოსწავლეს საშუალება ეძლევა დაკავდეს მისთვის საინტერესო აქტივობით, რაც მნიშვნელოვანია ავტონომიურობის განცდის ჩამოყალიბებისა და თავდაჯერებულობისთვის. ბავშვი თავისუფალია გარე სტიმულებისგან, რაც საშუალებას აძლევს თავად მოიფიქროს რითი დაკავდეს. 

კითხვის საათი:

  • 20 წუთის განმავლობაში მასწავლებელი მოსწავლეებს უკითხვას ზღაპრებს, მოთხრობებს, იგავ-არაკებს და ა.შ. ამგვარი აქტივობა ხელს უწყობს წარმოსახვის უნარის განვითარებას, მოსმენის კულტურის ჩამოყალიბებას.

დრო საშინაო დავალებებისთვის:

  • მოსწავლეთათვის გამოყოფილია დრო და სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში, მშვიდ გარემოში შეასრულონ საშიანო დავალება, თუმცა მასწავლებელი ამ პროცესში არ მონაწილეობს (საჭიროების შემთხვევაში პედაგოგი გაუწევს დახმარებას), მოსწავლე დამოუკიდებლად მუშაობს.