გამგეობა

ორგანიზაციის საქმიანობას ხელმძღვანელობს ორგანიზაციის გამგეობა.

გამგეობა შედგება ხუთი წევრისგან. გამგეობის წევრს ხუთი წლის ვადით ირჩევს წევრთა საერთო კრება. გამგეობა ირჩევს თავმჯდომარეს. გამგეობის წევრის განმეორებითი არჩევა შესაძლებელია.

გამგეობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ის წარმართავს გამგეობის საქმიანობას და გამგეობის ერთ-ერთ წევრთან ერთად ხელს აწერს გამგეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, გამგეობის გადაწყვეტილებით თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს გამგეობის ერთ-ერთი წევრი.

გამგეობის ყველა წევრი ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად წარმოადგენს ორგანიზაციას სხვა პირებთან ურთიერთობის დროს და განკარგავს ორგანიზაციის ფინანსურ სახსრებს წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ გამგეობის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლობისას ან ორგანიზაციის ქონების განკარგვისას არ მოქმედებს გამგეობის გადაწყვეტილების შესაბამისად, ის მოვალეა აანაზღაუროს შეუთანხმებელი ქმედებით ორგანიზაციისთვის მიყენებული ზიანი.

გამგეობის თავმჯდომარე საჭიროებისამებრ, ან გამგეობის ერთ-ერთი წევრის მოთხოვნით, მაგრამ არაუმცირეს თვეში ერთხელ, მოიწვევს გამგეობის სხდომას.

გამგეობის სხდომის ჩატარებისა და დღის წესრიგის შესახებ გამგეობის წევრებს უნდა ეცნობოთ გამგეობის სხდომის ჩატარებამდე სამი დღით ადრე მაინც.

სხდომა შესაძლებელია გაიმართოს სატელეფონო კონფერენციის მეშვეობით ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა4/5. თუ რომელიმე წევრი ვერ ესწრება სხდომას, მას შეუძლია მისცეს ხმა გადასაწყვეტ საკითხს წერილობით, ან გადასცეს ხმის უფლება მინდობილობით გამგეობის სხვა წევრს.

გამგეობის სხდომის დროს დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე და მდივანი.

გამგეობის გადაწყვეტილება მიიღება გამგეობის წევრების ხმათა სულ მცირე 4/5-ით. გადაწყვეტილების მიღებისას გამგეობის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.

გამგეობა მართავს ორგანიზაციის საქმიანობას კეთილსინდისიერად, არსებული კანონმდებლობის, მისი წესდებისა და წევრთა საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.

გამგეობი სწევრები თავიანთ უფლებამოსილებას, როგორც წესი, ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე. გამგეობა უფლებამოსილია ერთობლივად გადაწყვიტოს გამგეობის თითოეული წევრის საქმიანობის (უფლებამოსილების განხორციელებისას შესრულებული საქმიანობის) ანაზღაურება გარკვეული ვადით.

გამგეობის წევრებს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა, თუ მის მიერ მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულების გამო ზიანი მიადგება ორგანიზაციას ან მესამე პირებს.