სააღდგომო ზეიმზე საოცარი ჩრდილების თეატრი წარმოადგინეს ჩვენმა ყოჩაღმა მშობლებმა. საკუთარი ხელით შექმნეს გმირები, დეკორაცია, მოაწყვეს ოთახი, დაადეს ტექსტი, მუსიკა და გააცოცხლეს სცენა. გაგვაოცეს დიდებიც და ბავშვები, რომლებიც წარმოდგენის ბოლოს სცენის უკან შეძვრნენ და იქიდანაც დაათვალიერეს ეს სასწაული. დიდი მადლობა ოქროსხელება ქალბატონებს, ნუცას და თამთას.
(ფოტო: მაია ღვინჯილია)