ჰერპატოლოგიური ტრენინგი

17/06/2022

მეგობრებო და ძვირფასო მშობლებო, სასწავლო წლის ბოლოს მცირე ანაგრიშს გიზიარებთ ჩვენს ორგანიზაციაში შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის, ასევე სურსათის უვნებლობის, საფრთხეების ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების შესახებ ჩვენს მიერ დანერგილ სტანდარტებზე.

შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა ჩვენი ორგანიზაციის სამუშაო სტრუქტურის მიხედვით არის დანერგილი, სრულად მოიცავს ჩვენს პედაგოგიურ მოთხოვნებს და ეფექტურად მუშაობს, რათა გარემო სადაც კვირის განმავლობაში ყველაზე მეტ დროს ვატარებთ, იყოს უსაფრთხო და ადაპტირებული, როგორც თანამშრომლებისათვის, ასევე ჩვენი მოსწავლეების, აღსაზრდელების და სტუმრებისთვის.

ევროკავშირის კანონმდებლობით, სურსათის ჰიგიენა საწარმოებში რეალიზებულია ე.წ. “ჰასპის” ( HACCP ) სტანდარტების საშუალებით, რაც საწარმოში სურსათის უვნებლობის ყველა საფრთხის წინასწარ გამოვლენას, აღმოფხვრას და პრევენციის პროცედურების ჩამოყალიბებას და სისტემატიურად განხორციელებას ნიშნავს. ჩვენს ორგანიზაციაში პირველივე დღიდან დანერგილია საერთაშორისო სტანდარტი, მკაცრად ვიცავთ ჰასპის ინსტრუქტორის მიერ დანერგილ პოლიტიკას, რეგულარულად ვატარებთ ინსპექტირებას, რაც შესაბამისი ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ციტოლოგიური კვლევებით დასტურდება. ამავე სტანდარტის მოთხოვნით წელიწადში რამოდენიმეჯერ გამოცდილი კომპანია ასრულებს შიდა და გარე პერიმეტრის დერატიზაცია-დეზინსექციას.

სტანდარტების, წესების და კანონების სრული დაცვის პარალელურად, ვალდორფის პედაგოგიკის გათვალისწინებით, სუფთა ადამიანური მოთხოვნილებით და მორალური ვალდებულებით, ჩვენი ორგანიზაციის თითეული წევრი აცნობიერებს, რომ აუცილებელია ადამიანების და ცხოველების ჰარმონიული თანაცხოვრება. ჩვენს გარშემო არსებული ეკო სისტემის უკეთ გასაცნობად მოვიწვიეთ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და დავადგინეთ, რომ კამპუსის გარშემო ბინადრობენ სხვადასხვა სახის რეპტილიები: ხვლიკები, გველხოკერები, ძლოკვები და ა.შ. მაგრამ საბედნიეროდ ამ არეალში არ გვხვდება შხამიანი სახეობა. პრევენციისთვის გვირჩიეს გარე პერიმეტრის მუდმივი სისუფთავე და კონტროლი, ასევე ჩვენი თანამშრომლებისთვის, ცნობიერების ამაღლების, შიშის დაძლევის და მითების დამსხვრევის მიზნით ჩავატარეთ ჰერპატოლოგიური ტრენინგი.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფეხი ავუწყოთ ბიოლოგიურ ციკლს და არ დავაზიანოთ დედაბუნება.

(ფოტო: შორენა ჩალიგავა)

საინტერესოა? გააზიარე!