ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

01/06/2022

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მთაწმინდის პარკში ბავშვებისთვის ორგანიზებულ ღონისძიებას ჩვენც შევუერთდით. საზოგადოებას ღია სივრცეში წარვუდგინეთ ჩვენი სკოლის მოძრავი საკლასო ოთახის მოდელის ცალკეული დეტალები და მოვაწყვეთ საბავშვო პარკურის კუთხე. საბავშვო ბაღმა მოაწყო შეგრძნებების მაგიდა და ორიგამი. სახალისო და საინტერესო გარემო შევუქმენით ბავშვებს და ვისიამოვნეთ ჩვენც მათთან ერთად.

(ფოტო: მაია ღვინჯილია)

საინტერესოა? გააზიარე!