სააზროვნო უნარების ეტაპობრივი განვითარება
თეა როგავა
14.01.2022
ჯანსაღი, გამჭრიახი, მოაზროვნე ახალგაზრდა საჭიროებს კარგად განვითარებულ სააზროვნო უნარებს, ის უნდა იყოს დახუნძლული რეალური ცოდნით, ჰქონდეს მტკიცე ნებისყოფა, გააჩნდეს ემპათიის უნარი, თავდაჯერებულობა და იყოს სოციუმის სრულფასოვანი, აქტიური წევრი.
სააზროვნო უნარების განვითარებისთვის პირველ შვიდწლეულში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „პრაქტიკულ აზროვნებას“. ბავშვი ჰბაძავს გარემომცველ სამყაროს და დაძლევად თუ საკუთარი შესაძლებლობებზე აღმატებულ ქმედებებს განახორციელებს უწყვეტად. ხდება აღქმული და დანახული ამოცანის გადაწყვეტა მრავალჯერადი,
განმეორებადი მცდელობებით. ბავშვი ცდილობს გარდაქმნას რეალური (კონკრეტულ) სიტუაცია წინარე წარმოდგენების გარეშე და უკავშირდება მას ქმედებით. პირველ შვიდწლეულში პრაქტიკული აზროვნების ეს ფორმა განსაკუთრებით თვალშისაცემია. ამიტომაც, პირველ-მეორე კლასებში ვალდორფის სკოლის მოსწავლეები სააზროვნო უნარებს ავითარებენ და საგაკვეთილო შინაარს ეუფლებიან მეტწილად ქმედებით: თამაშით, ბევრი მოძრაობით. ეტაპობრივად ხდება სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ბავშვის ბუნებრივი სურვილი ー მოძრაობისკენ მიდრეკილება სწავლა-სწავლების ინსტრუმენტად გამოიყენება. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სხეულის მოხელთება-მორგება პრაქტიკული აზროვნების წყალობით.
მეორე შვიდწლეულში „ხატოვანი აზროვნება“ ხდება დასწავლის ძირითადი საყრდენი. მოსწავლე ემოციურ-გრძნობისმიერ კავშირებს ამყარებს გარემომცველ სამყაროსთან და საჭიროებს თვალსაჩინოებას. ცოცხალი კავშირი კონკრეტულ სიტუაციასთან, შინაარსებთან, სამყაროს შემეცნებასთან და მასში მიმდინარე ყველა ცვლილებების ხატოვნად წარმოდგენასთან, არსებითად მნიშვნელოვანია. ზღაპრებით, იგავ-არაკებით, მითოსით გაჯერებული საგაკვეთილო შინაარსი ხატოვნად ცოცხლდება აღქმისა და წარმოდგენის სახით ბავშვში და ახდენს მის შინაგან ფორმირებას, ზნეობრივ ჩამოყალიბებას. ბუნებისმეტყველების ცალკეული ელემენტების შემეცნება, მიზეზშედეგობრივი კავშირების აღმოჩენა თვალსაჩინოებებით ემოციურად აკავშირებს მოზარდს გარემომცველ სამყაროსთან და ცოცხლად აღიბეჭდება მის ცნობიერებაში, არ ილექება აბსტრაქტულ, გაუგებარ შინაარსებად. ამ პერიოდში მას შეუძლია იაზროვნოს, იმსჯელოს და ისაუბროს აზრიანად მხოლოდ იმაზე, რასაც ხედავს და აღიქვამს.
მოსწავლე მრავალფეროვანი თვალსაჩინოებებით, გამდიდრებული განცდებით, ემოციურად უკავშირდება და შეიმეცნებს მისთვის თანდათან გაუცხოებულ სამყაროს და ქმნის მასთან ახლებურ გრძნობისმიერ კავშირებს, ამყარებს მშვინვიერ ნდობას. მოსწავლის შინაგანი მოთხოვნილება ー დაუკავშირდეს და შეიმეცნოს გარემომცველი სამყარო პრაქტიკულად,
შეგრძნებებითა და განცდებით ー გამოყენებულია ნდობაზე დამყარებული შემეცნებისთვის, გაუცხოებისა და დაბნეულობის გარეშე.
„ლოგიკური აზროვნების“ განვითარება მესამე შვიდწლეულის ძირითადი ამოცანაა. ეს გულისხმობას ცნებებით აზროვნებას. ამ ეტაპზე ახალგაზრდას შესწევს უნარი არა მხოლოდ პრაქტიკული ან თვალსაჩინო აზროვნებიდან ამოვიდეს, არამედ აბსტრაქტულად იაზროვნოს და ძირითად საყრდენად გამოიყენოს ვერბალურ-ლოგიკური მსჯელობა. მას უკვე აქვს საკმარისი ცოდნა და შეუძლია მრავალმხრივი გამოცდილებების ეტაპობრივი კონსტრუირება, რადგან წინა შვიდწლეულებში ყველა აქტივობა დაფუძნებული იყო საჭიროებებს. ახალგაზრდას აქვს აღმოჩენების გამოცდილება, განვითარებულია წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარები,
მან განიცადა, შეიმეცნა გარემომცველი სამყარო მრავალფეროვნად. ეს აძლევს მას შესაძლებლობას რეალური ცოდნა გადაიყვანოს აბსტრაქტულ აზროვნებაში, ლოგიკურ მსჯელობაში და თანაც არ დაიკარგოს მასში, რადგან ის პრაქტიკით გაჯერებულ-გამოცდილია. მოსწავლე ახერხებს დამოუკიდებლად აზროვნებას და შემეცნებას. ამ ასაკში მოსწავლეს ისევ უნდა მიეცეს მრავალფეროვანი შესაძლებლობა პრაქტიკული აზროვნების განვითარებისთვის, რათა შეძლოს სწრაფი გადაწყვეტილების მიღება მიმდინარე პროცესების, ახლა უკვე – ანალიზის შედეგად. მნიშვნელოვანია, მოსწავლე მიუდგეს ამა თუ იმ საკითხს კრიტიკულად და შემოქმედებითად, აზროვნებისას გამოიყენოს გამოცდილებაზე დამყარებული ჩვევები, ამასთან, თამამად ეძიოს პრობლემის