მიღების წესი და საფასური

პირველ კლასში ჩარიცხვა

პირველ კლასში მოსწავლის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში;

მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელია, ა(ა)იპ ვალორფის პედაგოგიკის კამპუსი ლისის გამგეობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადებში მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა სკოლაში წარადგინოს შემდეგი საბუთები:

  • განცხადება ორგანიზაციის გამგეობის სახელზე;
  • ბავშვის ფოტოსურათი (3X4);
  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ბინადრობის მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
  • ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N100.

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, განცხადებას უნდა  დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციისა და ჩარიცხვის ვადების გასვლის შემდეგ შესაძლებელია განხორციელდეს მოსწავლის პირველ კლასში განსხვავებულ ვადებში ჩარიცხვა.

მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეიძლება უარი ეთქვას ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აჭარბებს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კლასში მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობას.

სკოლაში მოსწავლის რეგისტრაციისას მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობები.

მობილობა

მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს სკოლაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების საფუძველზე, დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით.

წლიური სწავლის საფასური (8:30სთ-14:00სთ) 5300 ლარი